wishlist0

ფინანსური ანალიზი

როგორ ვმუშაობთ? (ფინანსური ანალიზი)

#1010


.1b

იხ.ლინკი: https://drive.google.com/drive/folders/1MFH6sxAVOsp5TxhhevTNUTQFps76Ank8?usp=sharing

 

საქართველოში არის აქტუალური პრობლემა პროდუქტების, რეცეპტურების, ტექნოლოგიებისა და თვითღირებულების გამოთვლის. შევისწავლეთ რა დარგში არსებული მდგომარეობა, რომელიც ფაქტობრივად ხშირ შემთხვევაში გაუმართავია, ბაზარზე ამ პრობლემის აქტუალურობა, გამოჩნდა. ჩვენი პორტალი შესთავაზებს ნებისმიერ მწარმოებელს როგორც რეცეპტურას, რომელიც ხალხს ჰგონია რომ საიდუმლოა, მაგრამ რეალური საიდუმლო არის ტექნოლოგიური პროცესი, ტექნოლოგიური ნაკადურობა, თანმიმდევრობა და ტემპერატურული რეჟიმები. ნებისმიერი პროდუქტის დაბადების და შექმნის საიდუმლო მდგომარეობს ზემოთ აღნიშნულში. რატომღაც ნაკლები ყურადღება სწორედ ამას ექცევა. მთავარ საიდუმლოზე კი რეალურად არავინ არ საუბრობს, ჩვენ კი მზად ვართ საიდუმლო გავანდოთ დამკვეთ მხარეს, აგრეთვე ჩვენი პორტალის სტუმრებს, ჩვენ მზად ვართ ავუხსნათ თუ როგორ ხდება რეცეპტურიდან პროდუქციის თვითღირებულების ანგარიში, სადაც მონაწილეობს, როგორც რეცეპტულის შემადგენელი, აგრეთვე პროდუქტის გამოსავლიანობა, ენერგეტიკა, მუშა ხელის დანარიცხი და ა. Შ.

ჩვენი ჯგუფი შესთავაზებს არამხოლოდ ინდივიდუალურ, კონკრეტულ პროდუქტის თვითღირებულებას, არამედ სრული სარესტორნო-სამზარეულოს დათვლის მეთოდიკასაც. ჩვენ ამით წავალთ უფრო შორს, არამხოლოდ რესტორნის-სამზარეულოს დათვლის მეთოდიკაში, არამედ კომბინირებული წარმოების მეთოდიკაში, ისეთი როგორიცაა კომბინატი. მაგალითად, როდესაც პროდუქტი მზადდება ნახევარფაბრიკატად, შემდეგ ის გადადის სხვა საამქროში ან სხვა სივრცეში, სადაც ემატება დამატებითი ინგრედიენტები, შემდეგ ისევ სხვა საამქროში გადადის, საბოლოოდ კი ბრუნდება რესტორნის დახლზე და ხდება მისი რეალიზაცია. კომბინირებული წარმოების ერთ-ერთი მაგალითი. პირობითად რამდენიმე საამქროში დამზადებული ნედლეული პროდუქტი იბადება ერთ (ცენტრალურ) საამქროში. თუ როგორ უნდა დავითვალოთ მისი თვითღირებულება და როგორ გავაკეთოთ მისი პოზიციონირება, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია რესტორატორებისთვის, ბუღალტრებისთვის, ზოგადად მზარეულებისთვის, რადგან მზარეულებს მენეჯერი სთხოვს, რომ დაითვალონ პროდუქტის თვითღირებულება, აქვთ პროტესტი, ის შემოქმედია და შემოქმედებით პროცესშია, და ამას ვერ შეძლებს, რადგან ეს მას არ ეხება. მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად საპირისპიროდაა, ჩვენ შევთავაზებთ მეთოდს- წესს, რომელიც შესაძლებელია იყოს ვიდეო გაკვეთილების- ტრენინგების სახით, კითხვა- პასუხის რეჟიმში, როდესაც მზარეულსაც და მენეჯერსაც ექნება წარმოდგენა თუ რა ჯდება პროდუქტი, თუ რა არის მისი თვითღირებულება და კონტრიბუცია წვლილი თითოეული მონაწილესა,პროდუქტის წარმოქმნაში. ჩვენი პორტალის ძირითადი ქვაკუთხედი იქნება ეს საკითხი, რომელიც გამოადგებათ როგორც რესტორატორებს, სხვადასხვა კაფე-ბარის მენეჯერებსა და მზარეულებს (უნდა განვავრცო ეს), აგრეთვე გამოადგებათ დიდ ინდუსტრიულ ობიექტებს, რადგან მოახერხონ თავიანთი პროდუქტის თვითღირებულების დადგენა/დათვლა.

საქართველოში პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც უშვებს მრავალი დასახელების პროდუქციას, კონკრეტულად თითოეული პროდუქტის თვითღირებულებაზე არ აქვთ წარმოდგენა. მათთვის გაუგებარია, კონკრეტულად ესა თუ ის პროდუქტი რა უჯდებათ. არის პროდუქტი, რომელიც მზადდება მილიონიან დანადგარზე, არის პროდუქტი რომელიც მზადდება 10 000$ დანადგარზე. Მმათთვის, ორივე პროდუქტზე, ზედნადები ხარჯები ერთნაირად ნაწილდება, რაც არასწორი და არამართებულია ფინანსურად, მენეჯერიც ვერ თვლის მისი წარმოებისთვის რა უფრო პრიორიტეტულობა, ან რისი წარმოება უფრო პრიორიტეტულია. ჩვენ დავარეგულირებთ ამ საკითხებსაც. აგრეთვე ჩვენი გუნდი მზად არის, რომ გადასცეს რეცეპტები, დაუმუშაოს ისინი, მისი თვისებიდან გამომდინარე. ზოგჯერ იყენებენ ძალიან ძვირადღირებულ ინგრედიენტებს, ისეთებს რომლისთვისაც გრძელი ვადიანობა აუცილებელი არაა, ხოლო პროდუქტში ჩადებულია ისეთი ნედლეული, რომელიც პროდუქტის გრძელვადიანობას განსაზღვრავს, შესაბამისად პროდუქტი შეიძლება გაძვირებული იყოს ტყუილად. Შშესაბამისად ის თანამედროვე გადაწყვეტები, საინტერესო ინგრედიენტები, რომლებიც თუ არის ამოცანა, რომ გრძელვადიანი შენახვის პროდუქტი ვაწარმოოთ, ის ინგრედიენტები, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტის გრძელვადიან შენახვას, ამისთვის ჩვენი გუნდი მზად არის გააკეთოს კუპაჟირებული ტვირთი, შესთავაზოს ამა თუ იმ მწარმოებელს ინგრედიენტების, როგორც ჩამოტანა აგრეთვე, მათი გამოყენება პროდუქტში. ინგრედიენტები კი თავისთავად ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს. დამკვეთის სურვილისამებრ, შესაძლებელია იყოს ბიო ან ჩვეულებრივი სტანდარტული ინგრედიენტები.

ყველას აქვს ძალიან დიდი პრობლემა მარაგების მართვის, ზოგადად საწარმოო ხაზზე ნარჩენი ინგრედიენტების მართვის, ამის მეთოდიკასა და წესებსაც ავუხსნით, რაც გასაგები იქნება, როგორც მენეჯერის დონეზე, აგრეთვე ბუღალტერიისთვისაც, დამკვეთი მხარე კი რეალურ ჭრილში დაინახავს თავისი წარმოების ან თავისი ობიექტის ფინანსურ მდგომარეობას, მხედველობაში გვაქვს პროდუქციის წარმოქმნის თვალსაზრისი.

 




მსგავსი პროდუქცია/მომსახურება

to-top